2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება.

შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება.

გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა.

ტარიფის ცვლილება არ ეხებათ ფიზიკურ პირებს