იტალიაში არავაქცინირებული ადამიანებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შიდა რეისებზე ფრენა და რესტორნებში შესვლა აეკრძალათ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.
იტალიაში სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა და პარალელურად ახალი წესები ამოქმედდა.
ამასთანავე ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია, ექიმთა პროფკავშირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ორი კვირით სწავლის დაწყების გადადებას მოითხოვდნენ.
„გადაწყვეტილება სკოლების გახსნის შესახებ გაუმართლებელი იყო. ეს კორონავირუსის შემთხვევების მატებას გამოიწვევს, როგორც მინიმუმ იანვრის ბოლომდე“, – განაცხადა ვირუსოლოგმა ფაბრიციო პრეგლაისკომ.
იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბოლო დროს „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო კორონავირუსით ინფიცირების ფაქტების მატება შეინიშნება.