საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ენრიკო ვალვო ასაჯაროებს.
„ჩვენი პოლიტიკური დიალოგი ეფუძნება გაზიარებულ ღირებულებს. საქართველოს პრეზიდენტი ორიოდე კვირაში იტალიაში მიემგზავრება ვიზიტით.
იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე პატივს სცემს საქართველოს სტრატეგიას და ევროინტეგრაციის ძალისხმევას მშვიდობაზე დაფუძნებულს“, – განაცხადა ვალვომ.