იტალიაში, 50 წლის ზემოთ პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნული ზომა დაუყოვნებლივ ამოქმედდა და 15 ივნისამდე იმოქმედებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 6 756 035 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 138 276 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
იტალიის მთავრობამ უკვე სავალდებულო გახადა ვაქცინაცია მასწავლებლებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ხოლო გასული წლის ოქტომბრიდან ყველა დასაქმებულს სამუშაო ადგილზე შესვლამდე ვაქცინაციის საბუთის ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება უწევს.
წყარო გაზეთი ალია