1-ლი მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ახალი გაიდლაინების თანახმად, ისრაელში დაიშვებიან როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ტურისტები იმ პირობით, თუ ისინი კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ ისრაელში გაფრენამდე, ხოლო ისრაელში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ.
„ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას. ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა.