სისხლიანი ანგარიშსწორება მღვდლებს შორის – სასტიკად ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და  ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას ამის შესახებ და შესაბამის ვიდეო მასალას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, შავი ბერი ამ ყველაფერს  მობილური ტელეფონით აღებინებდა. უმძიმეს კადრებში ისმის ისიც, რატომ მოუწყვეს  მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება.

ირკვევა, რომ მანამდე მამა როინს თავს  მამა შალვა კეკელია დაესხა რის გამოც, მღვდელმა გავლენიან სასულიერო პირს  უჩივლა.

“როგორ უჩივლე პოლიციაში მამა შალვას? ” – ისმის ჩანაწერში.

კაბა, რომ გაიხადე, ისევ რატომ ჩაიცვი, შე დედა მო..ნულო?! შე გამზრდელ მო..ნულო!!!  ხელი ჩაწიე.

პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას? შე პოლიციაში მჩივლებელო, შე ბოზ..

შენ მე არ მიცნობ ვინ ვარ?”-  მიმართავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინ მუმლაძეს.

მოძალადე ბერი, ინტერესდება იწერება თუ არა ძალადობა ტელეფონით, რაც აჩენს ეჭვს, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილია – “ხომ იღებ? არ გათიშო გადაიღე”- მიმართავს შავი ბერი პირს, ვინც მისი დავალებით ძალადობის ჩაწერას ახორციელებს.

თავად მუმლაძე, მამა შალვა კეკელიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ადასტურებს და ამბობს, რომ სასულიერო პირს იმიტომ უჩივლა, რომ “მოუვარდა”.

ამასთან ნაცემი მამაროინი, მოძალადე შავ ბერს პირობას აძლევს რომ “კაბას გაიხდის”.

წყარო: „ტვ პირველი“