პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ BBC-თან განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO აიძულოს, გადახედოს გადაწყვეტილებას, კონფლიქტში ჩარევასთან დაკავშირებით.

“პუტინმა პოლიტიკური ომი უკვე წააგო და სამხედრო თვალსაზრისით, ის ვეღარ მოიგებს“, – თქვა დუდამ.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ქიმიური იარაღის გამოყენებამ NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს, დუდამ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ყველას იმედი აქვს, რომ ის ამას ვერ გაბედავს. მაგრამ თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში. რა თქმა უნდა, NATO-ს მოუწევს მაგიდასთან დაჯდომა და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრება, რა გააკეთონ, რადგან მაშინ ეს სახიფათო გახდება არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here