ვერძი
თავი შეიკავეთ ზედმეტი ცნობისმოყარეობისგან, შესაძლოა ისეთი რამ გაიგოთ, რისი ცოდნაც ძალიან გაგირთულებთ საქმეს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ.

კურო
შესაძლოა მოლაპარაკება დაიწყოთ ახალი ბიზენსის წამოსაწყებად. სასურველია საწყის ეტაპზე რომელიმე გავლენიან ადამიანთან კავშირები, მისი ავტორიტეტი და მხარდაჭერა გამოიყენოთ.

ტყუპები
დასახეთ გეგმები და იმოქმედეთ თამამად და გაბედულად. წარსულს ჩაბარდა დაპირისპირებები, ახლა ვერავინ შეძლებს ზიანი მიაყენოს თქვენს საქმეს ან დაუმსახურებლად მიითვისოს ის, რასაც დიდი ძალისხმევით მიაღწიეთ.

კირჩხიბი
კარგი იქნება მიუბრუნდეთ გადადებული საქმეს, შეგიძლიათ ასევე რაიმე შეჯიბრშიც მიიღოთ მონაწილეობა, დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანისთვის გამოიყენეთ ეს სიტუაცია.

ლომი
ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანებისა და დეტალების მიმართ საქმეების მოწესრიგების დროს და ყველაფერი გულმოდგინედ გადაამოწმეთ, არის ალბათობა მხედველობიდან გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი რამ, რაც დაბრკოლებებს შეგიქმნით.

ქალწული
დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ მეგობრებს ან რჩევა ჰკითხეთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს, რათა აღმოფხვრათ ნებით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინოს საქმის ბოლო ეტაპზე.

სასწორი
ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და დამაჯერებლად იარეთ მიზნისკენ. იმოქმედეთ არასტანდარტულად, ფრთხილად, მაგრამ შეუპოვრად, კარგად მოფიქრებული სტრატეგიით.

მორიელი
გააანალიზეთ ის, რასაც მიაღწიეთ ბოლო პერიოდში და ისე გააკეთეთ დასკვნები. გაითვალისწინეთ სამომავლოდ რა შეიძლებოდა გაგეკეთებინათ უკეთესი შედეგებისათვის ან რა ფაქტორებმა შეგიშალეს ხელი წინსვლაში.

მშვილდოსანი
შესაძლოა საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომლის იდეები და საქმიანი თვისებები სამაგალითო და მისაბაძი გახდება არა მხოლოდ ამ ეტაპზე.

თხის რქა
გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და გონიერება საქმეების მართვისას, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა ხელიდან გაუშვათ მნშვნელოვანი შანსები და ვერ შეასრულოთ დაპირებები.

მერწყული
არის ალბათობა ისეთი საქმის შესრულება დაგჭირდეთ, რომელზეც წარმოდგენა არ გაქვთ, მაგრამ შექმნილი ვითარება გაიძულებთ მოსიჯნოთ თავი ახალ ამპლუაში და სწრაფად იმოქმედოთ. ეცადეთ საქმეს მიუდგეთ განსხვავებულად.

თევზები
იმოქმედეთ აუჩქარებელი ნაბიჯებით, თანმიმევრულად მიყევით თქვენს გეგმებს და დარწმუნებული იყავით, ყველა პრობლემას უმტკივნეულოდ მოაგვარებთ ყოველგვარი მღელვარებისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here