2022 წლის იანვარში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ $168.8 მილიონს გადააჭარბა, რაც 2021 იანვრის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გადმორიცხვებით საქართველოში იტალია ლიდერობს. გადმორიცხული თანხის მოცულობით ლიდერობენ რუსეთი და აშშ-ც.

TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალი, საიდანაც იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასეთია:

იტალია ($33 მლნ 327 ათასი);

რუსეთის ფედერაცია ($22 მლნ 382 ათასი);

აშშ ($20 მლნ 301 ათასი);

საბერძნეთი ($16 მლნ 891 ათასი);

ისრაელი ($14 მლნ 913 ათასი);

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხებს, იანვარში ამ მაჩვენებელმა $23.3 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის იანვრის (17.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.