EM8GRANTEBI.ORG 19 მარტი,რომი
იტალიამ დაამტკიცა 4,4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად ენერგიის ფასების ზრდის ფონზე.

განკარგულება ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ მოიცავს 5,2 მილიონ ოჯახს.

მიღებული განკარგულებით, ბენზინი და დიზელის საწვავის საფასური 25 ცენტით შემცირდება. ასევე იგეგმება ენერგოკომპანიების დამატებით მოგებაზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესება.

დაწესებულები მაისის და ივნისის ვალების განვადებით დაფარვას 24 თვემდე შეძლებს. გარდა ამისა, 150 მილიონი ევრო გამოიყო საგზაო ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და ტურიზმის სექტორებში დეკარბონიზაციის მიზნის მისაღწევად.

იტალიის მთავრობამ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სულ 16 მილიარდი ევრო დახარჯა მხარდაჭერის მექანიზმებზე ენერგიის ფასების ზრდის ფონზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here