მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ სოციალურ ქსელში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მხარ­და­ჭე­რის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბას უხ­დის. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ის და მისი მე­უღ­ლე და­შორ­დნენ.

რო­გორც მუ­სი­კო­სი ამ­ბობს, მას და თაკო ტა­ბა­ტა­ძეს მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვე­ბი ჰქონ­დათ, რა­მაც და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ა­ღე­ბი­ნა.

„რა თქმა უნდა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი იყო, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი 4 უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ვარ­ჩი­ეთ ამ ფორ­მით შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ბედ­ნი­ე­როდ ეს შევ­ძე­ლით. ამ სა­კი­თხზე მეტ სა­უ­ბარს აღარ ვა­პი­რებ, ვი­ნა­ი­დან ამ თე­მის ზედ­მე­ტად მუ­სი­რე­ბა დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის ბავ­შვებს“, – წერს ბა­ღაშ­ვი­ლი.

 

ბაღაშვილის ყოფილი ცოლი სკანდალურ ინფორმაციას პასუხობს

მედიაში გავრცელებულ ინფრორმაციას თავად მსახიობი თაკო ტაბატაძეც გამოეხმაურა. ისიც წერს, რომ წყვილის დაშორების მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 18 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 19 – წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. მათ 4 გო­გო­ნა ჰყავთ.