თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლში აფეთქება მოხდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის სახურავი, ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე, დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების და პოლიცია ეკიპაჟები. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაშავდა შუახნის ქალი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

აფეთქების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here