APnews-ის ცნობით, ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ვულკანის ამოფრქვეულმა ლავამ უკვე 1 800-ზე მეტი შენობა გაანადგურა. დროული ევაკუაციის წყალობით ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საკუთარი საცხოვრებლის დატოვება 7 ათასამდე ადამიანს მოუწია. კანარის კუნძულების პრეზიდენტის, ანხელ ვიქტორ ტორესის განცხადებით, მეცნიერები ამოფრქვევას აკვირდებიან, პროცესი ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს.
ესპანეთში, ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო და 4 კვირაა გრძელდება.