ათენში ქართველმა ემიგრანტებმა 7 ნოემბერთან დაკავშირებით შეკრება გამართეს. ემიგრანტებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პროტესტი იმ ძალადობის მიმართ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა განახორციელა.

ათენში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გაიხსენეს და სოლიდარობა გამოუცხადეს მიტინგის დარბევის დროს დაზარალებულებს.

დღესვე, ათენიდან ემიგრანტებმა მიხეილ სააკაშვილს საჩუქრად ფაფა და ლიმონათები გაუგზავნეს.