საბერძნეთში კორონავირუსის შთამ “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თეოკლის ზაუტისმა განაცხადა.
“დღეს დილით კორონავირუსის შტამ “ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა ზაუტისმა ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ დაავადება საბერძნეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 26 ნოემბერს ჩამოვიდა.
მისივე თქმით, ავადმყოფი, ყველასთან ერთად, ვისთანაც შეხება ჰქონდა, კარანტინში იმყოფება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ დაარქვა. “ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული – ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.
კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს – სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი