სოციალურ ქსელში ეკონომისტი, პროფესორი და პროცესების ანალიტიკოსი ~ ბატონი დემურ გიორხელიძე აქვეყნებს პოსტს სადაც იგი წერს, რომ ემიგრანტების მიერ შევსებული საქართველოს ბიუჯეტი 2022 წლის თებერვალში, საქართველოში
შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ
183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, ~
რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია
2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საამურია ცხოვრება!
ქართველი უდიდეს უმრავლესობაში არ შრომობს,
მაყუთი კი მოსდის – იცხოვრე მშვიდად,
უზრუნველადო! 😞
ეს ქალთა შრომის შედეგია, ძირითადად, რაც მოდის!
2 მლნ მიგრანტიდან, 65%-მდე ქალია!
ქვეყნების მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდი თანხა
(ა) იტალიიდან შემოვიდა $33 მლნ;
(ბ) მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გზავნილები 13%-ით არის შემცირებული,
(გ) მესამეზე კი აშშ, საიდანაც 10%-ით მეტი ფულადი გზავნილი ჩაირიცხა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში $1 მილიონზე მეტი ჩაირიცხა:
1 იტალია – $33.0 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
2 რუსეთის ფედერაცია – $21.9 მილიონი, კლება წინა წელთან -13%
3 აშშ – $21.1 მილიონი, მატება წინა წელთან 10%
4 საბერძნეთი – $15.5 მილიონი, კლება წინა წელთან -22%
5 ისრაელი – $14.1 მილიონი, მატება წინა წელთან 1%
6 ყაზახეთი – $13.8 მილიონი, მატება წინა წელთან 681%
7 გერმანია – $11.4 მილიონი, მატება წინა წელთან 62%
8 თურქეთი – $7.4 მილიონი, კლება წინა წელთან -14%
9 უკრაინა – $5.1 მილიონი, კლება წინა წელთან -31%
10 აზერბაიჯანი – $4.8 მილიონი, კლება წინა წელთან -20%
11 ესპანეთი – $4.4 მილიონი, მატება წინა წელთან 10%
12 საფრანგეთი – $3.8 მილიონი, მატება წინა წელთან 43%
13 ყირგიზეთი – $3.4 მილიონი, მატება წინა წელთან 225%
14 პოლონეთი – $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
15 ირლანდია – $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 73%
16 გაერთიანებული სამეფო – $2.5 მილიონი, მატება წინა წელთან 123%
17 ტაჯიკეთი – $1.4 მილიონი, მატება წინა წელთან 117%
18 კანადა – $1.3 მილიონი, კლება წინა წელთან -9%
19 სომხეთი – $1.0 მილიონი, კლება წინა წელთან -1%