როგორც მთავარი არხი იუწყება, ეგეოსის ზღვაში, კუნძულ პაროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.
მაშველები სამძებრო-სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ, შედეგად 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის იყო 3 ქალი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ნავზე 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თურქეთიდან იტალიაში მიემგზავრებოდნენ.