7 ადამიანი დაშავდა თურქეთში ავტობუსის გზიდან გადავარდნის შედეგად.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტით რუსი ტურისტები მგზავრობდნენ. ავტობუსი გზიდან გადასვლის შემდეგ გადაბრუნდა.
მინიავტობუსის მძღოლმა, ნაწვიმარ გზაზე, საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის გამოც, მოსახვევში გზიდან გადავარდა.
მგზავრებმა ტრანსპორტიდან გამოღწევა, მხოლოდ საქარე მინის ჩამსხვრევის შემდეგ შეძლეს.