იტალიის ჩრდილოეთში ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების გამო კოვიდის მწვავე ეპიდაფეთქება, რომლის წყაროც სწორედ აუცრელები და მათ მიერ ორგანიზებული მასობრივი დემონსტრაციებია, ალბათ კარგად გამოხატავს იმ ტრაგიკულ სიტაუციას და საფრთხეს რის წინაშეც აღმოჩნდა ასევე ჩვენი ქვეყანა, სადაც იტალიაში ვაქცინაციით მოცული 73% ისგან განსხვავებით, აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 31% – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე წერს.

მისივე ცნობით, იტალიაში ამოქმედდა ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი რეგულაცია, რომელიც ყველა დასაქმებულს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ავალადებულებს.

“ცნობისათვის, იტალიაში 15 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ევროპაში უმკაცრესი რეგულაცია, რომ როგორმე უზრუნველყონ დანარჩენი მოსახლეობის აცრა: 

ყველა დასაქმებული (საჯარო თუ კერძო სექტორში) ვალდებულია აიცრას. 

რეზიუმედ გამოვიყენებდი ტრიესტის რეგიონის (რომელიც დღეს ანტივაქცინაციის პროტესტის და შედეგად კოვიდის მძიმე აფეთქების კერაა) პრეზიდენტის სიტყვებს: “დროა მკაფიოდ განვაცხადოთ: იდიოტობასაც აქვს საზღვარი!” – წერს ზოიძე.