მკვლელობა მოხდა ბათუმში. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მოკლა, რომელმაც, ასევე დაჭრა მოკლულის ძმაც.
როგორც ირკვევა, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მას ძმებთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მკვლელობის ბრალდებით კი პოლიცია ეძებს.