თელავის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ცოლ-ქმარი მოკლეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
კერძოდ, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 34 წლის გ.გ-ძეა, რომელიც წარსულში უკვე არის ნასამართლევი მკვლელობის მუხლით.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ სოფელ კონდოლის ფერმაში დახოცილ ცოლ-ქმარს, რომლებიც წლების განმავლობაში მuშაობდნენ მწყემსებად, მკვლელმა ჯერ საწამლავი ჩაუყარა სასმელში, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილოდ დაჭრა.
მეზობლების თქმით, შემთხვევას შეესწრო მოკლულების 16 წლის ქალიშვილიც, რომელიც დანაშაულისთვის ხელის შეშლას შეეცადა, მაგრამ თავდამსხმელმა გოგონა თოკით დააბა და ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის მოტივად ფულის გამოძალვა სახელდება. როგორც ირკვევა, 46 წლის გიორგი ჯიბიაშვილსა და 43 წლის მაკა ზურაბაშვილს გაყიდული ვენახის საფასური (30 ათასი ლარი) ანგარიშზე გუშინ დაერიცხათ და დამნაშავე სავარაუდოდ სწორედ ამ ფულს ითხოვდა მათგან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.