აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებს იტალიაში, გრენლანდიასა და მავრიკიში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
Reuters-ის ინფორმაციით, უწყებამ იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც, მათი შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ძალიან მაღალი“ რისკი არსებობს, იტალია, გრენლანდია და მავრიკიც დაამატა.
ცნობისათვის, იტალიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 12 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 98 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 5.24 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 134 929 – დაიღუპა.
ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია
❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა