ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი, 81 წლის მაურო მორანდი, რომელიც 31 წლის წინ, სარდინიის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე დასახლდა, ადგილობრივი ნაციონალური პარკის გადაწყვეტილებით იძულებულია ახალი სახლის ძიება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მორანდი კუნძულზე 1989 წელს დასახლდა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შენობა დაიკავა. ბოლო წლებში კუნძული ბუდელი ტურისტებისთვის მიმზიდველი ვარდისფერი ქვიშის წყალობით გახდა.
81 წლის მორანდის ცხოვრება კუნძულზე ლა მადდალენის არქიპელაგის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დასრულდება. მათ მორანდის აცნობეს, რომ აპირებენ შენობის რეკონსტრუქციას და ამიტომ, მისი იქ დარჩენა შეუძლებელია.
რაც შეეხება თავად მაუროს, მისი თქმით, პარკის მენეჯმენტმა ჯერ არ იცის როდის დაიწყება რესტრუქტურიზაცია, მიუხედავად ამისა, მან დაიწყო ახალი საცხოვრებელი სახლის ძებნა ლა-მადალენას კუნძულზე.