გორში, სასტიკად მოკლული 27 წლის ბრიტანელი მომღერლის, ტომას კენედის იტალიაში გადასასვენებლად მეგობრები თანხას აგროვებენ.
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა. მან ტომაისის მშობლების თანხმობით, სპეციალური გვერდი შექმნა. ერთ დღეში უკვე 48 000 ევრო-ზე მეტი შეგროვდა.
,,პარასკევს, 9 ოქტომბერს, ჩვენი ულამაზესი ტომი აღმოაჩინეს მდინარე მტკვარში, საქართველოში. ის სასტიკად და ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი ბოროტი ადამიანის ხელით. ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულნი ვართ, სიტყვები არ მყოფნის, ცხოვრება არასოდეს იქნება ასეთი კარგი – ჩვენი ლამაზი, ნიჭიერი ბიჭის გარეშე.
ტომასის ცხედრის სახლში დაბრუნება Covid19– ის შეზღუდვების გამო, რთულია. ამიტომ შექვმენით GoFundMe გვერდი სახსრების შესაგროვებლად, რათა ტომი რაც შეიძლება მალე მოიყვანონ სახლში. კევინ ბელის რეპატრიაციის ფონდის დახმარებით, ჩვენ მას მივიყვანთ მის საყვარელ სახლში, County Mayo-ში. ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მოიცავს, ასევე, ტომის ოჯახის წევრების მგზავრობის ხარჯებს საქართველოში სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად” – წერს ტომასის მეგობარი.
ცნობისთვის, ტომას კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოთხ მათგანს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ძარცვის მუხლებით აქვს წარდგენილი, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის.
კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი მდინარემ მეორე დღეს, სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.