1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9506 ლარს შეადგენს, 1 ევროს ღირებულება კი 3.3622 ლარია – ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები 15 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება.
შეგახსენებთ, დოლარის კურსი, რომელიც 11 თებერვლის ჩათვლით მოქმედებდა – 2.9544 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0038 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 11 თებერვლის ჩათვლით – 3.3801 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0179 ლარი შეადგინა.