იყიდება ქმარი! – უჩვეულო „ექსპონატი” აუქციონზე, ახალგაზრდა ქალმა „გაიტანა“. აუქციონის მონაწილეებს შორის ყველაზე მაღალი ფსონი 100 დოლარი იყო.
4 და 6 წლის ბიჭების დედამ ქმრის გაყიდვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა 37 წლის ჯონი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა და მეუღლე ბავშვებთან მარტო დატოვა.
გაბრაზებულმა ქალმა ვებგვერდზე Trade Me გასაყიდი კაცის შესახებ განაცხადი გააკეთა – “იყიდება ქმარი – მეთევზე, მონადირე, ფერმერი”.
ქმრის აღწერილობაში ცოლმა შემდეგი დეტალები დააკონკრეტა:
“მას მრავალი წინა მფლობელი ჰყავდა, მაგრამ ერთგული დარჩება თუ გამოკვებავთ და დატენიანებული იქნება”, – წერს მეუღლე ლინდა მაკალისტერი.
გასაყიდი ქმარი საიტზე 212-მა ადამიანმა ნახა, ხოლო 12-მა ბიჯი დადო და ქმრის “ღირებულებამ” 100 დოლარს მიაღწია, ასევე, მსურველებისთვის ახალ ზელანდიაში საკომისიოს გარეშე იყო შესაძლებელი წარმოშობით ირლანდიელი კაცის ყიდვა.
ამ უჩვეულო აუქციონმა უცხოური მედია მალევე აალაპარაკა.
ჯონმა ეს ამბავი მისი მეგობრისგან გაიგო.
“უბრალოდ მეცინება ამ ყველაფერზე,” – თქვა მან.
გასაყიდი კაცის შესახებ აუქციონზე ინფორმაციამ რამდენიმე საათი იარსება. მალევე Trade Me-ზე პოსტი მისი პოლიტიკისა და პირობების გამო წაიშალა.
მენეჯერმა ჯეიმს რაიანმა თქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც ვიღაცამ ქმრის გაყიდვა გადაწყვიტა.