საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია – 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4,8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში. 2021 წლის რვა თვეში დაფიქსირებულია 34.848 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 41,64%.
ამასთან მხოლოდ ივლისში ჩადენილია 5,8 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,2%-ით მეტია.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
კრიმინალის ტოპ-ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,6%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. რვა თვეში დაფიქსირდა 3,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 69%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,2 ათასი ფაქტი 8 თვეში, საიდანაც გახსნილია 81,4%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული ასე გამოიყურება:
-
ქურდობა – 9.832 ფაქტი
-
ოჯახური ძალადობა – 3.162 ფაქტი
-
ნარკოდანაშაული – 2.217 ფაქტი
-
სატრანსპორტო დანაშაული – 2.055 ფაქტი
-
მუქარა – 1.998 ფაქტი
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 46 მკვლელობა, აქედან 16 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 124 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 107 – გაუპატიურება, 3 – ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 6 – ტერორიზმი.
წყარო Sputnik Georgia