ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია.კ

ითხვაზე, განიხილება თუ არა სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნა, რადგან როგორც სტუდენტების, ისე პედაგოგების ნაწილი უკვე აიცრა, გაბუნიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი “ჯერ არ განიხილება”.

„სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დროულად განახლდეს სწავლა აკადემიურ გარემოში. ამდენად, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.