ერთ დღეში ლარი დოლართან 8,8 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი – 11,2 თეთრით. განახლებული კურსი ხვალიდან, 12 მარტიდან იქნება ძალაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ასე მკვეთრად აქამდე არ გამყარებულა.

12 მარტიდან 1 დოლარის ფასი 3,2308 ლარი იქნება, 1 ევრო კი 3,5487 ლარი ეღირება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლარი ყველაზე მეტად გაუფასურებული დოლართან და ევროსთან 10 მარტს იყო – 1 დოლარი 3,4019 ლარი ღირდა, 1 ევრო კი – 3,736 ლარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here