გავრცელებული ინფორმაციით, მარინელა ბერეტას ცხედარი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იპოვეს. ქალი ლომბარდიაში, კომოს ტბასთან მდებარე სახლში ცხოვრობდა და როგორც ჩანს, 2019 წელს გარდაიცვალა, როდესაც თავის სკამზე იჯდა. წერს georgians.gr – ი
სამწუხაროდ, 70 წლის ქალბატონი მთელი ამ დროის მანძილზე არავინ მოიკითხა და მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს და განაცხადეს, რომ მისი სახლის ეზოში ხე იყო წაქცეული.
როდესაც მეხანძრე-მაშველები ადგილზე მივიდნენ და იქაურობა შეამოწმეს, მძიმე სურათის წინაშე დადგნენ. ქალი მისაღებ ოთახში იმავე მდგომარეობაში იპოვეს, რა მდგომარეობაშიც, ვარაუდობენ, რომ 2019 წლის მიწურულს გარდაიცვალა. ის სკამზე იჯდა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს ჰყავს თუ არა ქალს ოჯახის წევრები ან შორეულ ნათესავებს მაინც მიაგნონ, მისი დაკრძალვის ხარჯებს და კი, მუნიციპალიტეტი დაფარავს.
წყარო georgians.gr – ი