იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი მარიამ ხვედელიძე ემიგრანტების შესახებ გავრცელებულ სენტიმენტალურ პოსტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზგასმით წერს, რომ ემიგრანტობა ადამიანის უბედური ხვედრი კი არა გაუსაძლისი პირობებიდან გათავისუფლების საშუალებაა. სტატიას აღნიშნულის თაობაზე დაიჟესტი ავრცელებს
„კი არ მინდა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ემიგრანტებზე ნამეტანი დრამატული პოსტები, დრამად ქცეული ლექსები, სევდად ქცეული სიმღერები, აღარ გვინდა რა! ისედაც ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ეს ტვირთი ჩვენია, ჩვენი მხრებით საზიდია, აბა ვინ იტყვის, რომ მონატრება არ სტკივა სულსა და გულს…
ჰოდა, ნუღარ დავზაფრავთ ერთმანეთს ამ „პანაშვიდად“ ქცეული სიტყვებით. მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ, თორემ ზოგჯერ ემიგრანტობა სჯობს, იქ, საკუთარ ქვეყანაში, აუარება პრობლემებში „ამოხუთვას“, – წერს მარიამ ხვედელიძე.