სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ახალ პროგრამას რაც შეეხება, ეს არის სოციალურად დაუცველი პენსიონრებისთვის 500 ლარიანი ვაუჩერები. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, გულსისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული სამკურნალო და ა.შ წამლები, რაც არის აუცილებელი, ამ ვაუჩერით შეძლებენ პენსიონერები შეძენას“, – განაცხადა კახა კალაძემ.