სოციალურ ქსელის მომხმარებელი Ka Tia ჯგუფ იურიდიული “კონსულტაცია ემიგრანტებისთვის __ Associazione ” Tutto Insieme Georgia” ში აქვეყნებს პოსტს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
უცხოელი მოქალაქეების ქორწინება იტალიაში
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ კანონიერად გააფორმონ ქორწინება იტალიაში,როგორც იტალიური სამოქალაქო ცერემონიით,ასევე რელიგიური რიტუალით,რომელიც მოქმედებს სამოქალაქო მიზნებისთვის.
ქორწინების მოთხოვნის მეთოდი:
-თუ უცხოელი წყვილიდან ერთ-ერთს, იტალიაში აქვს რეზიდენცა, ან დროებითი საცხოვრებელი მისამართი-(Domicilio__რომელიც არ საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ოფისებში), საჭიროა, წყვილმა წარმოადგინოს სხვა ქორწინებაში არყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოითხოვება წარმოშობის ქვეყნიდან ლეგალიზაციით და აპოსტილით დამოწმებული.
როდესაც მეუღლეები უცხოელები არიან, არც რეზიდენცა აქვთ და არც დროებითი მისამართი იტალიაში, ნაცვლად იმისა, რომ წარმოადგინონ ქორწინების აკრძალვის მიზეზთა არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჭიროა კომუნაში- (ufficio dello stato civile), ქორწინებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე, გააკეთონ მოხსენება,რომელშიც განაცხადებენ, რომ მათ შორის არ არსებობს დაბრკოლებები და ხელისშემშლელი ფაქტორი-(სამოქალაქო კოდექსის 85, 86, 87 და 88 მუხლების თანახმად);
უცხოელ მოქალაქეებს,რომლებმაც არ იციან იტალიური ენა, აუცილებლად დასჭირდებათ თარჯიმანი, რომელიც დაეხმარება ქორწინების დროს ფიცის დადებაში.
განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:
ვინაიდან ქორწინების ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება წარმოშობის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით, იტალიაში უცხოელის ქორწინების აღნიშვნის ფუნდამენტური დოკუმენტი არის “nulla osta”, გაცემული იტალიის სამოქალაქო კოდექსის 116 -ე მუხლის შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოს მიერ.
ავტორიზაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
-მითითება იმისა, რომ არ არსებობს დაბრკოლებები ქორწინებაზე წარმოშობის ქვეყნის კანონების შესაბამისად;
-გვარი და სახელი;
-დაბადების ადგილი და თარიღი;
-მამის ვინაობა;
-დედის ვინაობა;
-მოქალაქეობა;
-რეზიდენცია- (თუ მოქალაქე რეგისტრირებულია იტალიის მუნიციპალიტეტის რეესტრში, მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რეზიდენცა, ხოლო თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული რომელიმე იტალიურ რეესტრში, მითითებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის რეზიდენცია);
-ოჯახური მდგომარეობა-(გაუთხოვარი, ქვრივი, ან განქორწინებული) __ განქორწინებული პირისთვის საჭიროა ქორწინების დაშლის თარიღი, ქვრივისთვის კი წინა მეუღლის გარდაცვალების თარიღი, ხოლო ორივესთვის, თუ ისინი არიან თავისუფლები- (განქორწინებულები ან დაქვრივებულები), 300 დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, საჭიროა სასამართლოს ავტორიზაცია-(სამოქალაქო კოდექსის მუხლი -116 გ .2 და 89).
შენიშვნა: თუ ავტორიზაცია არ შეიცავს მშობლების დეტალებს, უნდა იყოს წარმოდგენილი დაბადების მოწმობა.
ყველა დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება წარმოშობის ქვეყნიდან,უნდა იყოს ლეგალიზებული და აპოსტილით დამოწმებული. აპოსტილის მოქმედების ვადა არ აღემატება 6 თვეს, ამიტომ გასათვალისწინებელია ვადები განაცხადის შეტანიდან ქორწინების დაგვირგვინებამდე.
ქორწინების მოწმობა შეიძლება გაიცეს იტალიაში წარმოშობის ქვეყნის საელჩოს, ან საკონსულო ორგანოს მიერ,რომლის ხელმოწერა უნდა იყოს ლეგალიზებული პრეფექტურაში იმ სახელმწიფოებისთვის,რომლის წარმომადგენლებიც არიან დაქორწინებული წყვილები.
ქორწინების მოწმობის რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
-მოქმედი პასპორტი;
-ქორწინების გაფორმება, ან დამოწმება სახელმწიფოებს შორის კონკრეტული კონვენციებით / შეთანხმებებით;
-თარჯიმნის დოკუმენტის ასლი-(საჭიროების შემთხვევაში);
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს წარმოებული ორიგინალში.
წყარო კონსულტაცია ემიგრანტებისთვის __ Associazione ” Tutto Insieme Georgia