საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია ათენშიც გაიმართა.
ევროკავშირის ოფისის წინ ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს და თქვეს, რომ აუცილებელია საქართველოს მესამე პრეზიდენტი გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართაკ.