თურქეთის ქალაქ ანტალიაში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანტალიის გუბერნატორის, ერსინ იაზიჩის განცხადებით, მიწისძვრა ანატოლიის პროვინცია კაშიდან 155 კილომეტრში მოხდა.

ამ დროისთვის მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.