არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული ფაქტს არ აღიარებს და დუმილის იუფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. 45 წლის კაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.