ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კავალაში მოხდა. 23 წლის ბიჭმა ცემით სიკვდილამდე მიიყვანა 83 წლის ქალი, საკუთარი ბებია, იმის გამო, რომ ღამით გააღვიძა და ჭიქა წყლის მიტანა სთხოვა. მან თავზე კონტროლი დაკარგა და მოხუცს 04:00 საათამდე ურტყამდა. წერს georgians.gr

როგორც ირკვევა, ბიჭს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. როდესაც მიხვდა, რომ 83 წლის ქალბატონი აღარ სუნთქავდა, დამკრძალავ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ მისი ბებია დაეცა და სავარაუდოდ, გარდაცვლილი იყო. ბიუროს თანამშრომელი დაეჭვდა და უთხრა, რომ დაუყოვნებლივ ექიმთან და პოლიციაში დაერეკა. როცა ადგილზე პოლიცია მივიდა, ნახეს, რომ მოხუცი სასტიკად იყო ნაცემი და ბიჭი დააკავეს.

ექიმმა, რომელმაც ქალის სხეული შეამოწმა, ოფიცრებს დაუდასტურა, რომ მისი გარდაცვალება ცემის შედეგი იყო.

მედია იუწყება, რომ მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ მეზობლებს 40-ზე მეტი საჩივარი ჰქონდათ შეტანილი. ერთ-ერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ბევრჯერ გააგზავნა დახმარება მათ სახლში, მოხუცისთვის ყურადღების მისაქცევად, მაგრამ 23 წლის ბიჭი და მისი მამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მუდმივად აძევებდნენ სახლიდან შესაბამის სამსახურს.

წყარო georgians.gr

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here