დღეს, თბილისის დროით 00:04 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57კმ-ში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ მამიშლართან იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.