საქართველოს საზღვართან ღამის განმავლობაში 3 მიწისძვრა მოხდა. პირველი ყველაზე ძლიერი ბიძგები თბილისის დროით 5:15 საათზე დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვრიდან 2 კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე მიწისძვრა 06:37 საათზე საზღვრიდან 8 კმ-ში, ხოლო მესამე 08:22 წუთზე საზღვრიდან 6 კმ-ში დაფიქსირდა, მათი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here