საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.
➤ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ღია სივრცეში კი 15 ადამიანამდე იზრდება. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვა. შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
➤ 27 თებერვალს დაგეგმილ რაგბის მატჩზე შესაძლებელია მაყურებელთა 50%-ის დასწრება.
➤ 15 მარტიდან კონფერენციებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე და ა.შ დაწესებული შეზღუდვა (მაქსიმუმ 70 ადამიანი) იხსნება;
➤ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.
➤ სასტუმროებს მიეცათ შესაძლებლობა სტუმრებს უმასპინძლონ საკუთარი სასადილოთი
➤ 4 მარტიდან იხსნება კლუბები. შესაძლებელი იქნება სივრცის მხოლოდ 60%-ის ათვისება;
➤ 1 მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები/კოვიდსასტუმროები – დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.
➤ უქმდება თერმოსკრინინგი და დეზობარიერი;
➤ 1 მარტიდან საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს ან ვაქცინით, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხით; საქართველოს მოქალაქეები შემოვლენ ან ტესტით ან ვაქცინით. თუ არცერთი არ ექნებათ თვითიზოლაციის ვადა მცირდება 5 დღემდე (აქამდე 8 იყო) და PCR ტესტის საფუძველზე შემოსულებს ეხსნებათ მესამე დღეს გატესტვის ვალდებულება;