გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ვაქცინაციისა და კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატებიის მოქმედების ვადა ხანგრძლივდება. საბოლოო გადაწყვეტილებით, მათი გამოყენება უფრო დიდი ხნით იქნება შესაძლებელი. წერს georgians.gr

კერძოდ, ვაქცინაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მოქმედების ვადა ექნება 9 თვე, ნაცვლად 7 თვისა, ხოლო კოვიდით დაავადების დამადასტურებელ ცნობებს 3 თვის ნაცვლად, 6 თვე.
სრულად ვაქცინირებულად ითვლებიან:

  1. ისინი, ვინც აცრილები არიან ორი დოზით.
  2. ისინი, ვინც აცრილები არიან ერთი დოზით და დაავადდნენ კოვიდით.

რაც შეეხება, კოვიდით დაავადების დამადასტურებელ ცნობას, გაიცემა PCR ტესტის დადებითი პასუხის შედეგად მათზე, ვინც არ არის ვაქცინირებული.

ვინც ვაქცინირებულია საკმარისია ჩაიტაროს სწრაფი (Rapid) ტესტი იმისთვის, რომ აღნიშნული სერთიფიკატი აიღოს, შესაბამისი ვადებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ სამი დღის წინ გაკეთდა განცხადება, რომ მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები მომდევნო პერიოდში, ვინაიდან ზაფხული ახლოვდება და მოსახლეობა მინიმალური შეზღუდვებით უნდა შეხვდეს ტურისტულ სეზონს.