თბილისის პარალელურად, ქალაქ ათენში მშვიდობიან აქციას მართავენ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც. მათი განცხადებით, საქართველო ბნელ წარსულსა და ბოროტებას არ უნდა დაუბრუნდეს.
ემიგრანტების თქმით, ამომრჩეველმა და მოსახლეობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას უარი გამოუცხადოს, რადგან მისი გუნდი სიტყვის თავისუფლებასა და ხალხს დევნიდა.