მიკროავტობუსი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, ჩრდილოეთ საბერძნეთში ავარიაში მოჰყვა. ინციდენტის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა. ინფორმაციას Protothema.gr ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოლდოვის მოქალაქემ მიგრანტები საბერძნეთში უკანონოდ გადაიყვანა. მან უგულებელყო პოლიციის მოთხოვნა გაჩერების შესახებ. გაქცევის მცდელობისას მძღოლმა დიდი სიჩქარით მკვეთრი შემოხვევა მოახდინა და კონტროლის დაკარგვის შემდეგ გზის სავალი ნაწილის ფარდულს შეეჯახა.
მიკროავტობუსში 14 არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. კიდევ ექვსი მძიმედ დაშავდა. ისინი კომოტინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით ქსანტეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.