რუსთავის მერობის არჩევნებში გამარჯვება “ქართული ოცნების” კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოიპოვა.

მას ხმების 53.7% აქვს მიღებული. ცესკო-ს ცნობით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირკიტაძემ ხმების 46.2% მიიღო.

რუსთავში არსებული ყველა 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია.