ცესკო-ს მიერ მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ავთანდილ ცინცაძემ გაიმარჯვა. მან ხმების 55.523 პროცენტი (37 289 ხმა) მიიღო.
ხმათა 44.477 პროცენტი (29 871 ხმა) აქვს მის კონკურენტს, ოპოზიციის კანდიდატს, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელ ბორის ყურუას.
თბილისის დანარჩენ ოლქებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში მოიპოვეს და შედეგად მმართველ პარტიას თბილისის საკრებულოში ათი მაჟორიტარული მანდატი ექნება.
რაც შეეხება პროპორციული მანდატების განაწილებას, თბილისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტია მოხვდა და მათ შორის მანდატები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ 19 პროპორციული მანდატი, „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატი, „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატი, „ლელო“ 2 მანდატი, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთი 1 მანდატი და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ 1 მანდატი.
თბილისის საკრებულო 50 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ სულ 29 მანდატს იღებს (19 პროპორციული და ათი მაჟორიტარული) და უმრავლესობას ფლობს, 21 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაწილდება.