იტალიაში საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მუშაკების ეროვნული 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს. ინფორმაციას ANSA ავრცელებს.
ნეაპოლში აქტივისტებმა მსვლელობა მოაწყვეს და ერთ-ერთი საკვანძო ავტომაგისტრალი გადაკეტეს.
სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ხელფასის შენარჩუნებით სამუშაო დროის შემცირებას, საპენსიო სისტემის გადახედვას, სკოლებსა და ტრანსპორტში ინვესტიციებს ითხოვენ. ქალაქში არ მუშაობს საბაგირო და მეტროს ერთი ხაზი.
დილიდან აქციები რომის ცენტრში არ წყდება. მეტროს ერთი ხაზი მთლიანად გაჩერებულია, ორი შეზღუდვებით მუშაობს.
დემონსტრაციები მილანსა და გენუაშიც ფიქსირდება.
გაფიცვის გამო ავიაკომოანია Alitalia-მ ქვეყნის შიგნით 127 შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმა.