იტალიაში სამუშაოდ გადასვლა ერთი შეხედვით არც თუ ისე ცუდი ჩანაფიქრია: კარგი კლიმატი, მხიარული და მეგობრული ადგილობრივები, არაჩვეულებრივი სამზარეულო, მრავალფეროვანი ტრადიციები, კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობები. იტალიაში სამსახურის მოძიებას ყველა შეძლებს, კითხვა მდგომარეობს იმაში თუ რა პირობებით და ხელფასით. კარგი ადგილებისთვის “ბრძოლაც” შეიძლება დაგჭირდეთ ადგილობირივ და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებთან.

2017 წლის მონაცემების თანახმად, იტალიის ყველაზე შეძლებული პროვინციაა – ბელუნო, ჩრდილო-აღმოსავლეთით. აგრეთვე საუკეთესოთა შორისაა აოსტა და სონდრიო. საერთო ჯამში სიის ყველაზე მაღალ საფეხურებს ინარჩუნებენ პროვინციები ჩრდილოეთ და ცენტრალური იტალიიდან.

საჭირო ვართ თუ არა იტალიაში?

2016 წელს იტალიაში გაიცა ევროკავშირის ქვეყნებში გაცემული მუდმივი ბინადრობის დოკუმენტების 6,6%. სახელმწიფო აქტიურად უწყობს ხელს შრომით მიგრანტებს. 1998 წლიდან იტალიაში, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში ძალაში შევიდა კვოტირება: ყოველწლიურად სახელმწიფო ანაწილებს უცხოელი შრომითი მიგრანტების საერთო კვოტას ქვეყნის 20 რეგიონზე.

იტალიაში ძალიან ლოიალური მიგრაციული კანონმდებლობაა, რომელიც ითვალისწინებს მინიმალურ პროცედურებს, ხოლო მუდმივი ბინადრობა უზრუნველყოფს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან სრულ სოციალურ თანაფარდობას, ყველა ზევით ჩამოთვლილი პოზიტივის მიუხედავად კარგი სამსახურის მოსაძიებლად თქვენ მაინც ბევრი შრომა მოგიწევთ.

იტალიაში, რაც ნამდვილად საკმარისია ეს არის – ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ვაკანსიები: ისევ და ისევ სოფლის მეურნეობის სფეროდან და მომვლელების პოზიცია. გაითვალისწინეთ, რომ ამ სფეროში ანაზღაურება არ ისე მაღალია, სამუშაო კი, არც ისე მარტივი. ამიტომ, იმისთვის რომ მიიღოთ კარგად ანაზღაურებადი სამსახური, აუცილებელია ფლობდეთ მოთხოვნად ცოდნას და საჭიროა დიდი ძალისხმევის გაღება კვალიფიკაციის დასადასტურებლად.

როგორ მოვძებნოთ სამსახური იტალიაში?

ძიების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ რეგიონს, რადგან ქვეყნის გაყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილად იმაზე უფრო მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მილანში ფიქრობენ, რომ სამხრეთ იტალია უბრალოდ არც კი არსებობს. ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონი შემოთავაზებული ვაკანსიით, კულტურით და ტრადიციებითაც კი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩრდილოეთში უფრო მეტი შანსია მოიძიოთ სამუშაო საწარმოებში. სამხრეთში ძირითადად საჭიროა სეზონური მუშაო ხელი სოფლის მეურნეობის სფეროში.

სამსახურის ძიების ძირითად საშუალებად რჩება რა თქმა უნდა – ინტერნეტი.

იტალიური საიტები:

Cambio Lavoro
TrovoLavoro
Jobrapido
Lavoro E Carriere

სხვა საიტები:

CareerJet.it
Indeed
Learn4Good
KiJiJi
Neuvoo
SimplyHired
XPATJobs
Jooble
Subito
Bakeca
InfoJobs
JobiJoba

სპეციალობის ამაღლების კურსები

თუ თქვენ უკვე გაქვთ იტალიაში მუდმივი ბინადრობის უფლება, მარამ თქვენ გსურთ გაიღრმავოთ შესაძლებლობები – ეწვიეთ სპეციალურ კურსებს, სადაც შეძლებთ დაეუფლოთ ბევრ სპეციალობას: დაწყებული მანიკურის სპეციალისტით დიზაინერობით დასრულებული.კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სპეციალურ საიტებს: Informa GiovaniEmagister

მოთხოვნები უცხოელებისთვის

  • ენა
  • კვალიფიკაციის დადასტურება
  • რეზიუმე

მოთხოვნადი პროფესია

    • მაღალკვალიფიციური: IT-სპეციალისტი, ექიმები, ინჟინერ-კონსტრუქტორები (განსაკუთრებით მოთხოვნადია ალტერნაიული ენერგიის სფეროში), ბუღალტერები და ფინანსისტები, პროფესიონალი თარჯიმნები, მარკეტოლოგები, დიზაინერები.
    • სამსახური უმაღლესი განათლების გარეშე: ტურიზმის და კულტურის სფეროში დასაქმებულები (გიდი, მენეჯერები), სავაჭრო-მარკეტინგული სფეროში დასაქმებულები (გაყიდვების მენეჯერი, გამყიდველი), მომსახურების სფეროში დასაქმებულები (მიმტანი, მანიკურის სპეციალისტები, დალაქი); ტექნიკური და სამშენებლო სფეროს სპეციალისტები (ელექტრიკი და მონტაჟის სპეციალისტი), მძღოლები და მზარეულები.
    • სამსახური სპეციალური უნარჩვევების და ცოდნის გარეშე: მომვლელები, ძიძები, სახლში დამხმარეები, მომსახურე პერსონალი კაფეში, სასტუმროში.. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები.

ხელფასები

2018 წელს იტალიელის საშუალო ხელფასია 29 300 ევრო წელიწადში, რაც 2017 წელთან შედარებით 2,1%-ით უფრო მეტია. ყველა დაბეგვრის გათვალისწინებით ხელზე ასაღები საშუალო ხელფასია 1 580 ევრო თვეში. გადახდის უნარიანობით იტალია ევროკავშირის 15 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადია ფინანსური სფერო, ამ სფეროში დასაქმებულის წლიური ანაზღაურება შეადგენს 41,990 ევროს, შემდეგ მოდიან ინჟინრები, ფარმაცევტები, პროგრამისტები, შეფ-მზარეულები 30 000 -დან 38 000 ევრომდე წელიწადში.

იტალიაში ძალიან დიდ როლს თამაშობს გამოცდილება. ახალგაზრდა სპეციალისტი იღებს დაახლოებით 1,5 ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას ვიდრე, ადამიანი 40 წლიანი გამოცდილებით. შემოსავლის რაოდენობას განსაზღვრავს აგრეთვე განათლება: ახალგაზრდები ვინც დაამთავრა უნივერსისტეტი იღებენ 1.5 ჯერ უფრო მეტ ხელფასს ვიდრე ისინი ვისაც არ აქვს უნივერსისტეტი დამთავრებული.

წყარო justfly.ge