რომის პაპმა ფრანცისკე I-მა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე “რადიკალური ზომები” მიიღონ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, გლაზგოში გამართულ სამიტს, რომელიც Cop26 კონფერენციის სახელით არის ცნობილი მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მიმდინარე ათწლეულისათვის.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპი სამიტს ვერ დაესწრება, თუმცა, მან აღნიშნულ თემას 5-წუთიანი ვიდეო შეტყობინება მიუძღვნა.
”კლიმატის ცვლილებებმა და Covid-19-ის პანდემიამ გამოავლინა, რომ უკიდურესად დაუცველები ვართ და ამან გააჩინა მრავალი ეჭვი ჩვენი ეკონომიკური სისტემებისა და ორგანიზების შესახებ.
დავკარგეთ უსაფრთხოების განცდა და ვგრძნობთ, რომ უძლურები ვართ და ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლს ვკარგავთ.
ჯანდაცვის, გარემოს, სურსათის მიწოდებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებული კრიზისების თანმიმდევრობა იყო “ღრმად ურთიერთდაკავშირებული”, – განაცხადა პაპმა.
პაპმა მთავრობებს მოუწოდა, გადახედოს მსოფლიოს მომავალს, საერთო მიზნებს და მიიღონ რადიკალური გადაწყვეტილებები პრობლემების დასაძლევად.