პოლონეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი, ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

25 წლის აბელ (მუმუ) შამათავა მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულია.

მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here