იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჯენეტა იოსელიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც emigrantebi.ge უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ ღამე სამსახურში ვარ, ეს ორი ახალგაზრდა მოვიდა. ჩვეულებრივად ავიღე შეკვეთა, მივუტანე სასმელი და დრო და დრო (როგორც სხვა მაგიდებს) გავუვლიდი ხომ არაფერი სჭირდებოდათ. მერე შევამჩნიე რომ პიცებს აღარ ჭამდნენ, მივედი და ვკითხე, არ მოეწონათ, თუ რა იყო მიზეზი. მიპასუხეს, რომ კარგი იყო, მაგრამ ბევრი და შემეძლო უკან წამეღო. შევთავაზე – ბიჭებო თუ გინდათ შემიძლია წასაღაბად შეგიფუთოთ-მეთქი და ერთი ეკითხება მეორეს – წავიღოთ სახლში? (ქართულად) …
– ქართველები ხართ ბიჭებო-თქო?
და აი აქ უკვე აღარ შემიძლია სიტყვებით გადმოგცეთ, რა სიხარული განვიცადეთ.
ხომ ძალიან ბევრი ქართველია აქ, მაგრამ უზომო სიხარული იყო მათი ქართული ხმის გაგონება ჩემთან სამსახურში. დიდი ძალა მომცეს და სტიმული. მართალია, ბევრი ვერ ველაპარაკე, რადგან ვმუშაობდი და არ მქონდა საშუალება, მაგრამ ის რამდენიმე წუთიც საკმარისი იყო. მოკლედ, რისი თქმა მინდა ამ ყველაფრით – ქართველებო! ვისწავლოთ ერთმანეთის ფასი ამ უცხო მიწაზე. გვიყარდეს ერთმანეთი და დამიჯერეთ, გაცილებით მარტივი იქნება ემიგრანტობა.